"მუდმივად შევავსებთ „გაცვლის ფონდს“ რუსი ჯარისკაცებითა და ოფიცრებით" | 1000/1000-ზე, ტყვეთა გაცვლა დასრულდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი 1000/1000-ზე ფორმატის სამხედრო ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ გააგრძელებენ ტყვეობაში მყოფი უკრაინელების გასათავისუფლებლად მუშაობას.

გენშტაბი აღნიშნავს, რომ "გაცვლის ფონდის" შესავსებად, ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა კურსკის ოპერაცია, სადაც მათივე ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა 971 რუსი სამხედრო დაატყვევეს: 

"ჩვენი ხალხის მტრის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად, თავდაცვის ძალები მუდმივად შეავსებენ „გაცვლის ფონდს“ რუსი ჯარისკაცებითა და ოფიცრებით.

ამ მხრივ ყველაზე ეფექტური იყო კურსკის შეტევითი ოპერაცია. ამრიგად, 2024 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 25 მაისამდე პერიოდში ჩვენმა დამცველებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების 971 სამხედრო მოსამსახურე ტყვედ აიყვანეს. 

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს კურსკის რეგიონში. რიცხობრივად მეტი მტრის დამარცხება მხოლოდ არატრადიციული გადაწყვეტილებებით შეიძლება. კურსკის კამპანია სწორედ ასეთი მოულოდნელი და ასიმეტრიული ნაბიჯი იყო, რომლის წარმატებაც მსოფლიომ აღიარა.
ბრძოლა გრძელდება. ბრძოლა ჩვენი ტერიტორიებისა და ჩვენი ხალხისთვის." აცხადებს გენშტაბი.

ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპი დღეს შედგა. უკრაინამ კიდევ 303 მებრძოლი დაიბრუნა. გუშინ და გუშინწინ კი შესაბამისად - 307 და 390 ადამიანი. 

შეგახსენებთ, სტამბოლში, 17 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული და რუსული მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მხარეებს ერთმანეთისთვის 1 000 - 1,000 ტყვე უნდა გადაეცათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი