არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. ამჟამად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და დუმილის უფლებას იყენებენ.

დაკავებულ ნუგზარ ბაქრაძეს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, კახაბერ ბაკაშვილს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ოჯახი მოძალადეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მათი თქმით, მოზარდმა ორივე დაკავებული პოლიციელი ამოიცნო.

შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები გუშინ, 25 იანვარს დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი