ინფიცირებული ცოლ-ქმარი - Covid-19-ის ახალი შემთხვევები იმერეთში

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს  Covid-19 -ით ინფიცირებული ორი პაციენტი დაემატა. ახაგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებსაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ, კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში  კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს, ორი კი საეჭვო სიმპტომებით ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. მათ ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი