
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 837 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა, stopcov.ge-ს მონაცემებით, 697 გახდა.
ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 3213 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 303 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.