მილიონ მოსახლეზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით, მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ - ჭიაბერაშვილი

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

მისი თქმით, მთავრობამ ეპიდემია სათანადოდ ვერცერთ ეტაპზე ვერ მართა.

"საქართველოს მთავრობის მიდგომა დიდი ხანია ისეთია, რომ ვირუსი გავრცელდება ისე როგორც გავრცელდება და აი ახლა, როცა წამოგვეწევა მერე მაღალი ინფიცირება და ჰოსპიტალიზაცია, აი მერე, რაც იქნება ის იქნება. საქართველო მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში ჯამურად მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით, ეს უზარმაზარი რიცხვია საქართველოსთვის და სამწუხაროდ ეს ტრაგედია ათასობით ოჯახში დადგა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ ვერცერთ ეტაპზე ეს ეპიდემია სათანადოდ ვერ მართა", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი, 5 087 კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი