წყალტუბოში კრიმინალური შემთხვევები გახშირდა. მხოლოდ ერთ ღამეში მუნიციპალიტეტში 35 მანქანა გაქურდეს.
ჩამსხვრეულია ავტომობილების მინები, წაღებულია მაგნიტოფონები და სხვადასხვა ნივთები. რამდენიმე მანქანიდან მოპარულია თანხაც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიცია შესაბამის რეაგირებას არ ახდენს და ხელისუფლებას დახმარებისკენ მოუწოდებენ.
"ყველა გვეუბნება, რომ მანქანის მინებია ჩამსხვრეული. საინტერესოა რას ეძებენ, რას იპოვიან მანქანაში, ხალხს სახლში მისატანი არაფერ აქვს და მანქანაში არ უნდა იპოვონ. როგორ უნდა იყო დაცული, როდესაც ცხვირწინ ცამეტი მანქანა გვემტვრევა და კაციშვილი პატრონი არ არის", - ამბობს ადგილობრივი ეკატერინე ბოლქვაძე.
დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ პოლიცია შეგნებულად არ გამოიძახეს, რადგან ქურდობის შემთხვევები სხვა დროსაც იყო, თუმცა მათი თქმით, შსს-მ ეს საქმეები ვერ გამოიძია.