თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისი ერთჯერადია - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ჩანიშნულ რეისთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ აღდგენილა და 28 იანვარს დანიშნული ფრენა ერთჯერადი რეისია, რომლის შესრულებაც შესაბამისი უწყებების მხრიდან რაიმე გამონაკლისის დაშვებას არ საჭიროებს.

"ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, დაგეგმილი ფრენა მიზნად ისახავს ბიზნესის წარმომადგენლების ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით, რაზეც მასზე გაიცა ერთჯერადი ნებართვა ორივე ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების მიერ. ინფორმაციისთვის, აქვე აღვნიშნავთ, რომ რუსული მხარის მიერ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ (2019 წლის 8 ივლისიდან დღემდე), საქართველოსა და რუსეთს შორის არაერთხელ შესრულდა ცალკეული ჩარტერული რეისი სამედიცინო დანიშნულებით, თუ ბიზნეს რეისი მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით",-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, Georgian Airways-ის Facebook გვერდზე ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომ 28 იანვარს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენა ჩაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი