ომიკრონი, როგორც ვხედავთ, არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპი - ჯანდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, ეს არის ჩვეულებრვი მიმდინარე როგორც სეზონური გრიპი - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სწორი რეკომენდაციები, როგორ უნდა იმკურნალონ ადამიანებმა სახლის პირობებში:

"ომიკრონი, როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, ეს არის ჩვეულებრივი  მიმდინარე როგორც სეზონური გრიპი, ასეთი ტიპის გრიპად გარდაიქცევა და ამიტომ მნიშვნელოვანია სახლის პირობებში უმკურნალონ და მივცეთ სწორი რეკომენდაციები სახლის პირობებში როგორ იმკურნალონ. 

არანაირი ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს. არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება. ტესტირება გრძელდება ჩვეულ რეჯიმში.  იმ კატეგორიისთვის, ვინც უფასო იღებდა ტესტების სერვისს ჯანდაცვის სამინისტროდან ჩვეულებრივ გრძელდება." - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი