ბოლო 24 საათში გაძარცვული 35 ავტომობილი, მძარცველებმა რეკორდი მოხსნეს. გასულ ღამეს წყალტუბოში, მხოლოდ ერთ ღამეში, 35 მანქანა გაძარცვეს.
ჩამსხვრეულია ავტომობილების მინები, წაღებულია მაგნიტოფონები და სხვადასხვა ნივთები. რამდენიმე მანქანიდან მოპარულია თანხაც. ძარცვის ღამე წყალტუბოში ისე დასრულდა, რომ პოლიციამ მომხდარის შესახებ, მხოლოდ დღეს დილით, პოლიციის განყოფილებაში მისული ჟურნალისტებისგან შეიტყო.