პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ და ისევ მოძალადე პოლიცია | ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მოიცვა

გამოქვეყნდა:

პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ და კვლავ აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებული მოძალადე პოლიცია. სამართლდამცველების მიერ ნაცემი მოზარდის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსულ აქტივისტებისა და პოლიტიკოსების შეჩერებას პოლიცია ისევ ძალადობით ცდილობს.

თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, გორსა და თელავში დღეს ქუჩაში გამოსული ადამიანები დამნაშავეების ადეკვატურად დასჯას მოითხოვდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთლიანად ხელისუფლების დუმილს და ძალადობრივ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

ამ პროტესტის პასუხად საზოგადოებამ ქართული ოცნებისგან კიდევ ერთი გამაოგნებელი ვერსია და კვლავ ოპოზიციის მისამართით გამოთქმული ბრალდებები მოისმინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი