სისხლიანი გარჩევა ნატახტარში | კაცმა ნისიაზე უარის გამო ისროლა, იარაღი კი მაღაზიაში დარჩა

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული თავდასხმა და სროლა ნატახტარში. რამდენიმე საათის წინ, ნასვამმა, შეიარაღებულმა კაცმა ადგილობრივ მაღზიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. მისი უკმაყოფილება პროდუქტის ნისიად მიღებაზე მაღაზიის მეპატრონის უარმა გამოიწვია. მამაკაცი, რომელიც რამდენიმე კილოგრამ ხორცს ითხოვდა მაღაზიაში ოთხ თანმხლებთან ერთად იმყოფებოდა. 

სროლა უმისამართო იყო, თუმცა მეპატრონე შუშის ნამსხვრევებმა დააზიანა. ნასვამი თავდამსხმელი და მისი თანმხლებები კი მაღაზიიდან ისე გაიქცნენ, რომ იარაღი ადგილზე დარჩათ.

ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში დაკითხვა მიმდინარეობს და შესაძლოა პოლიციაც თავდამსხმელი იდენტიფიცირებულიც კი ყავდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი