
კორონავირუსით ინფიცირების ხუთი წყარო უცნობია - განცხადება ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზიგბაიამ დილის ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ეზუგბაია ამბობს, დღეს გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა, რომლის წყაროც უცნობია, ჯამში კი ამ დროისათვის, ხუთი ასეთი შემთხვევაა.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 24 საათში გამოვლენილი შემთხვევებიდან 3 სამედიცინო პერსონალია, 3 - საკარანტინო სივრციდან, 2 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
თბილისშია ინფიცირებული პაციენტი, ვისი წყაროც დაუდგენელია. გუშინ იყო ასეთი 4 შემთხვევა, 1 დაგვემატა. როდესაც წყარო უცნობია, მიდის ჩაღრმავებული კვლევები - ყველა მათი კონტაქტების მოძიება, კონტაქტების გამოკვლევა, საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევა საბოლოო ჯამში კარგად დასრულდა, ყველგან წყარო მოძიებულ იქნება და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევების პირველწყაროც იქნება მოძიებული” - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ინფექციურში კვლავ 2 მძიმე პაციენტია, რომლის მდგომარებაც, ჯერჯერობით, სტაბილური არ არის.