შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელიც ნატახტარში ხორცის მაღაზიაში შეიჭრა, დაკავებულია

გამოქვეყნდა:

პირი, რომელიც ღამით ხორცის მაღაზიაში შეიჭრა და რამდენჯერმე გაისროლა დაკავებულია. შემთხვევა ნატახტარში მოხდა, კაცი 4 თანმხლებ პირთან ერთად პროდუქტის ვალად წაღებას ითხოვდა. 

მას შემდეგ რაც გამყიდველმა ხორცის უფასოდ მიცემაზე ბრალდებულს და მის თანმხლებ პირებს უარი უთხრა, თავდამსხმელმა უმისამართოდ სროლა დაიწყო. დაზიანდა მაღაზია და დაშავდა გამყიდველი. ბრალდებულმა ვერც ხორცი წაიღო და მიმალვისას დანაშაულის იარაღი მაღაზიაში დარჩა.

აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძეიბა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი