თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი არ დასტურდება - EMC-ის დასკვნა

გამოქვეყნდა:

თემირლან მაჩალიკაშვილის რაიმე სახის კავშირი ტერიორისტებთან არ დასტურდება- დასკვნას ამის შესახებ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" აქვეყნებს.

დასკვნა, რომელიც EMC-მ სუს-იდან გამოთხოვილი მასალების საფუძველზე მოამზადა, ხელისუფლების ვერსიას თავდაყირა აყენებს.  EMC-მ თემირლან მაჩალიკაშვილის საეჭვო კონტაქტების შესახებ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინდა, მათ შორის არ დასტურდება სატელეფონო კავშირი აჰმედ ჩატაევთან. 

EMC-ს ანგარიშით არ დასტურდება თანხის ჩარიცხვა თემრლან მაჩალიკაშვილის ანგარიშზე, რომელიც გამოძიების მასალებში ფიგურირებს.

ფატქობრივად ყველა ინფორმაცია რასაც სუსი ამ დროის განმავლობაში ასაჯაროებდა  არის დაუსაბუთებელი, ფრაგმენტული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი - აცხადებენ EMC-ში

უკვე სამი წელია იგივეს ამტკიცებს და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს შვილმოკლული მამა. მალხაზ მაჩალიაკშილი სპეცოპერაციის დღიდან ამბობს, რომ სპეცრაზმმა მისი უდანაშაული, მძინარე შვილი საწოლში ჩაცხრილა და 18 წლის თემირლანს ტერორიზმთან კავშირი არასდროს ჰქონია.

მაჩალიკაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ის მომავალ პარლამენტშიც დააყენებს. მისივე თქმით, ის ხუთი ადამიანის დაკითხვას ითხოვს, თუმცა მათ ვინაობას ამ ეტაპზე არ ასახელებს. მაჩლაიკაშვილის თქმით, სწორედ ამ პირების დაკითხვით მოეფინება საქმეს ნათელი. 

ის სატელეფონი საუბრები, გადმორიცხვები, საუბრები რომ თემირლანი იყო გარეული რაღაცეებში, ეს იყო აბსურდი, ეს იყო სისასტიკის გადაფარვა, რაც იემსის დოკუმენტმა აჩვენა - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურამ დასკვნა დიდი ხნის წინ დადო და პარლამენტმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო როგორც პანკისის, ისე გაბრიელ სალოსის ქუჩებზე ჩატარებულ სპეცოპერაციებზე: 

გავეცანით საიდუმლო ოპერატიულ დოკუმენტაციას. ჩემთვის ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. არ მაქვს საფუძველი, რომ არ ვენდო პროკურატურის მიერ მიღებულ დასკვნას - ამბობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი

როგორც ცნობილია, მაჩალიკაშვილების ოჯახმა ევროსასამართლოს უკვე მიმართა. ევროსასამართლომ კი საქართველოს ხელისუფლებას საქის მასალების გადასაგზავნად ბოლო ვადა 31 მარტამდე მისცა, თუმცა პანდემიის გამო ამ თარიღმა ივნისის ბოლომდე გადაიწია

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი