თსუ-ს 12 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია- ინფიცირებულს თანხლები დაავადებები აქვს

გამოქვეყნდა:

თსუ-ს 12 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ამის მიზეზი სასწავლო დაწესებულების ერთ ერთი თანამშრომლის კოვიდ 19-ით დაინფიცირება გახდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თსუ-ს თანამშრომელი, 80 წლამდე ასაკისაა და კოვიდ ინფექცია მას ორი დღის წინ დაუდასტურდა. წყარო უცნობია.

უნივერსიტეტის კანცლერი ამბობს, რომ ინფიცირებულს სხვა თანმხლები დაავადებებიც აქვს, რის გამოც პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ამჟამად ის ერთ ერთ კოვიდ მიმღებ ცენტრში გადის მკურნალობას.

ამ დროისათვის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია ის, რომ პისიარ ტესტირება ჩაუტარდა თსუ-ს იმ თანამშრომლებს, ვისთანაც ინფიცირებულს უშუალო შეხება ჰქონდა. ტესტმა უარყოფითი პასუხები აჩვენა, ხოლო მათთან ვისთანაც ქალს ახლო კონტაქტი არ ჰქონია, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ასაკს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ არის ქალბატონი და საპენსიო ასაკის. რთული მდგომარეობა არ არის, თუმცა გარკვეული დოზით მას აღენიშნება თანმდევი დაავადებები და საყურადღებოა. პირდაპირი კონტაქტი იყო მხოლოდ ორი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ირიბი კონატქტი გამოიკვეთა ათ ადამიანთან და ეს პირბეიც თვითიზოლაციაში არიან" ამბობს თსუ-ს კანცლერი ლაშა საღინაძე.

სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჯამას სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამის ინფიცირებულ ქალს სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია.

სულ ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის  837 შემთხვევა დასტურდება. 

  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი