შშმ პირის დედა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მოძალადე პოლიციის ოჯახის წევრი ემუქრება - ხმოვანი ჩანაწერი

გამოქვეყნდა:

შშმ პირის დედა, რომელიც ისნის მეტროში, პოლიციელის ნაცემი არასრულწლოვანის მიმართ სოლიდარობას გამოხატავდა და საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, რამდენიმე დღეა შანტაჟის და მუქარის მსხვერპლია.

ეკა მაისურაძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირები მას წერენ, რომ ბრალდებული პოლიციელების ფოტოების შესახებ პოსტი წაშალოს, თორემ საფრთხე დაემუქრება.

"ჩემით გინდა პოპულარული გახდე? წაეთრიე ეხლა აქედან, ამოშალე გითხარი, თორე მაგაზე გაგებინებ მე შენ პასუხს, პირადად რომ მეხები", - ეუბნება ხმოვან შეტყობინებაში ქალი ეკა მაისურაძე.

ქალმა აუდიო ჩანაწერები შსს-ს უკვე გადასცა. ის პოლიციაში იკითხება.

"განხორციელდა მუქარა, თურმე მე პასუხს მაგებინებდა თუ არ ავიღებდი კონკრეტულად ამ მოძალადის ფოტოებს და ვიდეოს. სავარაუდო ეჭვმიტანილი მყავს ასე რომ ვთქვათ, არ არის გამორიცხული, რომ უშუალოდ ამ პიროვნების ან მეუღლე, ან ოჯახის წევრი, ან ნათესავია. [...] მე ვერავის ვერ დავადებ ხელს, ეს უკვე გამოძიების საქმეა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ადვილად შესაძლებელი იქნება ხმით მისი ვინაობის დადგენა", - ამბობს ეკა მაისურაძე. 

 

მეტრო ისანში, შშმ მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელების აღკვეთზე საქალაქო სასამართლოში მსჯელობენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი