შიდა ქართლმა მწვანე ზონის სტატუსი ისევ დაკარგა. რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა გამოვლნდა. კოვიდ 19-ით ინფიცირებულები კასპის და გორის მცხოვრებლები არიან. ერთ-ერთი მათგანი ავეჯის მაღაზიათა ქსელ "ემბავუდის" თანამშრომელია.
მაღაზია ამჟამად დაკეტილია, ხოლო სხვა თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.
რაც შეეხება კასპს. კასპში ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი, რომლის წყარო სავარაუდოდ ე.წ. მედდის კლასტერს მიეკუთვნება. გორსა და კასპში ამჟამად ეპდემილოგები მუშაობენ და წყაროებს იკვლევენ.
გორში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია რვა, რომელიც თვითოლზაციაში გადაგვყავს და კასპში დადასტურებული შემემთხვევის კონტაქტია ხუთი , ისინიც თვითიზოლაციაში გადაგვყავს" ამბობს დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელი შიდა ქართლში ეკა კორჩაშვილი