28 იანვარს თბილისში შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება | ქუჩების ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

თბილისში, დღეს, 28 იანვარს, შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გიორგიწმინდას (ნაწილობრივ), სოფელი გლადანის (ნაწილობრივ) და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის  ზღის  მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ნათაძის, ტრაქტორის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სვანების დასახლების, ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, თამაზ ხვიტია, გაგრის, აფხაზეთის, ილორის და იოსებ ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი