ბესიკ თამლიანი საკუთარი სასამართლოდან ბადრაგების ძალით გაიყვანეს - ხმაური დარბაზში 

გამოქვეყნდა:

"სანამ მიშა სააკაშვილი არის ციხეში, მანამ ჩემ შვილსაც არ გამოუშვებენ ციხიდან" - აცხადებს ბესიკ თამლიანის დედა, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

მოსამართლემ სამოქალაქო აქტივისტი დღეს ისევ პატიმრობაში დატოვა. მის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. თამლიანი ბადრაგების ძალით გაიყვანეს მისივე პროცესიდან. 

სამოქალაქო აქტივისტი  29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

ბესიკ თამლიანი პროტესტის ნიშნად მანდატურებისთვის განკუთვნილ ჯიხურზე ავიდა, საპასუხოდ პოლიციამ მისი ჯიხურიდან ჩამოგდება სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი