ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს სამართლებრივ სისტემაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს სამართლებრივ სისტემაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. "აიკონია კაპიტალის" დამფუძნებელი სეთ ედვარდ ჩარი ამბობს, რომ მას 10 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებაში ხელი სასამართლოსა და პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებულმა პირებმა შეუშალეს. მისივე მტკიცებით ,მოსამართლე  გიორგი შავლიაშვილმა და ბიზნესმენებმა მერაბ კახიანმა ,ჯამბულ ბახტაძემ და ლერი შაფტალმა სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ მილიონი მოსთხოვეს .

ხელი შეგვიშალეს ინვესტიციის განხორციელებაში. ბიზნესმენები მერაბ კახიანი, ჯამბულ ბახტაძე, გიორგი ჯიქია და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი ჩვენი მთავარი მომჩივნენი არიან. იმდენს მიაღწიეს, რომ სასამართლოს განჩინების თანახმად, ჩვენი პროექტი გაყინულია, - აცხადებს ედვარდ ჩარი.

ბიზნესმენმა უკვე მიმართა ამერიკელ სენატორებს. დევიდ ჩარი ახლა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის, თუმცა, ქართულ სასამართლოს აღარ ენდობა და დავის გაგრძელებას საერთაშორისო არბიტრაჟში აპირებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი