ზუგდიდში, ქალზე მოძალადე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, ქალზე მოძალადე პოლიციელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ გამოაცხადა და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებულის ადვოკატი 50 ათას-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა. თავად ბრალდებული, გიორგი ბიგვავა კი დუმილის უფლებას იყენებს.  

ცნობისთვის, რომ ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი გიორგი ბიგვავაა. მის მიერ ქალზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში 24 იანვარს გავრცელდა.

იხილეთ ასევე : 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი