სოფელ კალაურის ცენტრში სისხლიანი დაპრისპირება 36 წლის გოჩა ჩაღიაშვილის მკვლელობით დასრულდა. მამაკაცი თანასოფლელმა სანადირო თოფით მოკლა, რის შემდეგაც გიორგი მღებრიშვილი სამართდლამცველებს თავად ჩაბარდა.
მკვლელობის მოტივად, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და თანასოფლელები, რამდენიმე ვერსიას ასახელებენ. მათ შორის მკვლელობას შურისძიების მიზნით, რადგან წლების წინ, გოჩა ჩაღიაშვილი, გიორგი მღებრიშვილის დის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და საპატიმროში 11 წელი გაატარა;
გარდაცვლილის მამა ყვება, რომ დაპირისპირების მოტივი, შესაძლოა თანხა გამხდარიყო, რომელიც მღებრიშვილებმა მისი შვილისგან ისესხეს.
ავტორები: ია გულიაშვილი, ნინა მაჩაბელი