მოძალადე პოლიციელები ამბობენ, რომ ვიდეოში სხვა "სამართალდამცველები" ჩანან | ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს

გამოქვეყნდა:

17 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელებს, სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა; ნუგზარ ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი გამოძიების დასრულებას ციხეში დაელოდებიან. 

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების ადვოკატის შუამდგომლობა, პოლიცილების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ და დანაშაულის განმეორების საფრთხის მოტივით წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ კადრებში სხვა პოლიციელები ჩანან. თუმცა მოძალადეები იოლად ამოიცნეს 17 წლის მოზარდმა და მისმა მეგობარმაც, რომლებიც დღეს პროცესს სასამართლო დარბაზში ესწრებოდნენ;

გამორიცხული არ არის, რომ პოლიცილებს გამოძიების პროცესში ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეთ და წარდგენილი ბრადება წამების მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი