მთავრობა თავშეყრის ადგილებში კონტროლს ამკაცრებს

გამოქვეყნდა:

მთავრობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კონტროლს ამკაცრებს. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. კონტროლი გამკაცრდება რესტორნებში, სარეკერეაციო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დარღვევების შემთხვევაში კი ხელისუფლება კანონით დადგენილ ჯარიმებს გამოიყენებს. 

როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამჟამად ქვეყანაში არსებობს ინფიცირების ხუთი შემთხვევა, რომელთა წყარო უცნობია, რაც რისკებს ზრდის  

საბჭოს წევრებმა განიხილეს გაზრდილი მობილობის პირობებში რისკების მართვის მექანიზმები. ამ მიზნით, საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, ასევე – საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მთავრობა იმ პირთა წრეს განსაზღვრავს, რომლებსაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. 

კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ- ნათქვამია განცხადებაში

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 837 ფაქტია დადასტურებული, საიდანაც 697 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.  ისევ მკაცრი საკარანტიბე რეჟიმი მოქმედებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი