3-წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება

გამოქვეყნდა:

3-წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულება.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისში" განმარტავენ, რომ ეს ერთჯერადი რეისია და დაგეგმილი ფრენა მიზნად ბიზნესის წარმომადგენლების ტრანსპორტირებას ისახავს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა და რასაც სისხლიანი 20 ივნისის ღამე მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი