"შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ოპოზიციაზე მზარდი ზეწოლით, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, როგორიცაა ზურაბ ჯაფარიძე, დაპატიმრებებით და დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი რეპრესიული კანონების მიღებით. ეს ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს."
წერს X-ზე საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი.