საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზით 146 419 ადამიანია აცრილი | ვაქცინაციის სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2 695 237 აცრაა ჩატარებული.

ვაქცინაციის სტატისტიკა ასეთია:

  • მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ​1 329 744 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 46.3%);
     
  • სრულად ვაქცინირებულია 1 216 849 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 42.4%);
     
  • ბუსტერ დოზით აცრილია 146 419 პირი;
     
  • 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 854 (2.17%), სრულად აცრილია - 2 700 (1.52%);
     
  • 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 403 (15.29%), სრულად აცრილია - 10 818 (13,34%).

27 იანვარს ქვეყნის მასშტაბით 7 997 აცრა ჩატარდა.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge. ასევე, შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.

28 იანვრის კოვიდსტატისტიკა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი