ქობულეთში ამორტიზებული კულტურის სახლი გაქურდეს - წაიღეს 5 ჭაღი

გამოქვეყნდა:

ქობულეთში, სოფელ დაგვაში ამორტიზებული კულტურის სახლი გაქურდეს. შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ ღამით მოხდა. წაღებულია სპილენძის 5 ჭაღი და ასევე დამტვრეულია სკამები.

კულტურის სახლის თანამშრომელი ამბობს, რომ შენობა დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც მოსწავლეები სხვა შენობაში გადიან რეპეტიციებს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებული.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი