ქალბატონმა ნიჟარაძემ გაიტანა სამოქალაქო სარჩელი ჩემს წინააღმდეგ, ახლა უკვე მაინტერესებს რას მედავებიან - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, რომ ადამიანი ვის წინაშეც ვიყავით ანგარიშვალდებული, ის ადამიანი დღემდე ჩემს წინააღმდეგ პრეტენზიებს არ გამოთქვამს. მან თქვა, რომ ყველა ის ეპიზოდი, რაზეც წარდგენილი მაქვს, საქმის კურსში იყო და მოწონება ჰქონდა ამას, წინასწარი თუ შემდგომი თუ ა.შ - განაცხადა ნიკა გვარამიამ მისი მორიგი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ნიკა გვარამიას თქმით, მისი გენერალური დირექტორობის დროინდელი რუსთავი 2-ის არც ერთი მფლობელი არ ედავება და გაუგებარია საერთოდ, ვინ არის დაზარალებული:

"იმის გათვალისწინებით, რომ ქალბატონმა ნიჟარაძემ გაიტანა სამოქალაქო სარჩელი ჩემს წინააღმდეგ, ანუ აღარ მედავება ზიანის მიყენებაში, ახლა უკვე მაინტერესებს ვინ არის დაზარალებული ამ საქმეში. რუსთავი 2 დაზარალებული შეიძლება იყოს, თუ ჩემს დროს არსებული მფლობელები ამაში მედავებიან, არც ერთი მფლობელი ამაში არ მედავება და ქიბარ ხალვაში რომ შემედავებოდა მე, საიდან უნდა მცოდნოდა საერთოდ, რომ ის გახდებოდა დამფუძნებელი და ქიბარ ხალვაშის აზრებს ხომ არ ვიკითხავდი ყველა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამიტომ, დაზარალებული არ არსებობს ფინანსურ დანაშაულში. ვერ ვხვდები უკვე როგორ უნდა მედავონ იმასაც ვერ ვხვდები." განაცხადა საქალაქო სასამართლოსთან ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, თუ ქიბარ ხალვაშს რაიმე პრეტენზია აქვს, გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს ჩვენება:

"ქიბარ ხალვაში თუ მედავება, მაშინ კეთილი უნდა ინებოს, უნდა ჩაერთოს და ჩვენება უნდა მისცეს. მოვითხოვთ ამდენი ხანია ეს მოხდეს და სამწუხაროდ ის იმალება, ემალება სასამართლოსაც, გვემალება ჩვენც და ჯერჯერობით მისი ჩართვა ვერ მოვახერხეთ.

ჩვენც ვკითხეთ და პროკურორმაც ჰკითხა ყველა იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილი მაქვს და ყველაფერთან დაკავშირებით დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ ეს არ აზიანებდა კომპანიას და ის იყო საქმის კურსში.

91% წილის მფლობელი იყო ეს კაცი და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, მათ შორის ჩემი გათავისუფლებისაც ამ კონკრეტული "დარღვევების" ნიადაგზე.

აღმოჩნდა, რომ ნინო ნიჟარაძესაც არ აქვს ეს პრეტენზიები, მაშინ გამაგებინეთ ვის აქვს საერთოდ და რის საფუძველზე მედავებიან და რას მედავებიან. მე ეს არ ვიცი." განაცხადა ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი