ჩინეთის მოქალაქე ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - ჯანაშიას ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული

გამოქვეყნდა:

ჯანაშიას 22 ნომერში, ჩინეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარებს. მომხდარი დეტალები სმ დროისათვის უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

ერთ ერთი ვერსიით გარდაცვლილი ჩინეთის საელჩოს თანამშრომელია, თუმცა ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, როგორც მეზობლები ამბობენ, ნაქირავებ ბინაში დაახლოებით 15 ადამიანი ცხოვრობდა ერთად, თუმცა რას საქმიანობდმნენ ისინი, მათთვის ცნობილი არ არის. კომენტარს არ აკეთებენ გარდაცვლილის მეგობრები. ყველა მათგანი ჩინეთის მოქალაქეა.

ვიცი, რომ რადგან ახლოს არის ჩინეთის საელჩო, ყოველდღე მიდიოდნენ იქით. შიგნით შედიოდნენ თუ არა არ ვიცი - ამბობს ერთ ერთი მეზობელი.

ამ ეტაპაზე უცნობია გარდაცვალების მიზეზიც. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. გამოძიება კი თვითმკვლელობამე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი