კორონავირუსით კიდევ ორი ექთანი დაინფიცირდა - ინფიცირების მაჩვენებელი 843-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ 6-ით გაიზარდა. ამ დროისათვის stopcov.ge-ს მონაცემებით, ინფიცირებულების მაჩვენებელი 843 გახდა. 

კორონავირუსით რესპუბლიკური საავადმყოფოს, კიდევ ორი ექთანი დაინფიცირდა. ერთი მათგანი, რეანიმაციული განყოფილების ექთანია, ერთი კი კარდიოლოგი.

ორივე ინიფიცრებული, საკარანტინე ზონაში მუშაობდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, მედისკესბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფლებელია და ისინი ამავე საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.

ლევან გოფოძე უარყოფს, რომ შექმნილი მდგომარეობიდნ გამომდინარე, რესპუბლუკურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეწყვიტოს:

ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმ სივრცეში, სადაც კორონაინფიცირებულები არიან, არიან რისკის ქვეშ, რომ შეიძლება ინფექცია დაემართოთ. ჩვენ ამისთვის სრულ პრენევციას მუდმივად ვატარებდით...მდგომარეობა ყველასი არის გადასარევი. კარგად არიან " ამბობს ლევან გოფოძე 

შეგახსენებთ, რომ ეს რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ინფიცირების პირველი შემთხვევა არ არის. ამ დროისათვის ამ კლინიკის სულ 6 წარმომადგენელია კოვიდ 19-ით ინფიცირებული და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი