შიდა ქართლში კოვიდ 19-ით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლმა მწვანე ზონის სტატუსი ისევ დაკარგა. რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2  შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ 19-ით ინფიცირებულები კასპის და გორის მცხოვრებლები არიან.

ერთ-ერთი ინფიცირებული გორში, ავეჯის მაღაზიათა ქსელ "ემბავუდის" მფლობელია. მაღაზია დილიდან დაკეტილია, რადგან მისი 8 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. თავად კოვიდ 19-ით ინფიცირებული ქალი საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ინფიცირებულის მეზობლები მიმდებარე ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.

გორის გარდა, კოვიდ 19-ით ინფიცირების ფაქტი კასპის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა. ინფიცირებულია 60 წელს გადაცილებული ქალი. ის ე.წ. მედდის კლასტერს მიეკუთვნება.მასთან კონტაქტში მყოფი 4 პირი ასევე, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი