საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 41 ადამიანი, 8 400 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 84 762 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 48 320 ტესტით, ხოლო 34 442 PCR-ით. 28 იანვარს აიცრა 8 310 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 21,56%-ია, ბოლო 14 დღის - 18,99%-ია, 7 დღის - 22,67%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 145 508 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 995 328 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 911 კი გარდაიცვალა.