გურჯაანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

გურჯაანის სოფელ კალაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

გიორგი მღებრიშვილისთვის, რომელსაც განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ცნობილი იყო, რომ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვდა, რაც სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულის მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხით ახსნა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატმა ბრალდებულის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

წინა სასამართლო სხდომა საქმეზე 23 მარტს ჩაინიშნა. 

შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, 26 იანვარს, 36 წლის თანასოფლელი, გოჩა ჩაღიაშვილი, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფით მოკლა.

ავტორი: ია გულიაშვილი

"გულწრფელად აღიარებს დანაშაულს და ინანიებს" - გურჯაანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი