საქართველოში კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, 5 947 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 69 190 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 38 203 ტესტით, ხოლო 30 987 PCR-ით. 29 იანვარს აიცრა 5 156 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 24,95%-ია, ბოლო 14 დღის - 20,01%-ია, 7 დღის - 23,24%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 162 773 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 001 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 945 კი გარდაიცვალა.