სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი მოკლეს. როგორც ადგილობრივებმა "მთავარ არხს" აცნობეს, მკვლელობა სავარაუდოდ, ძარცვას უკავშირდება.
მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელი მსხვერპლს სახლში დაელოდა და შიგნით შესულს დანის გამოყენებით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ამის შემდეგ კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მოგვიანებით სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ის წარსულში ნასამართლევია და შეწყალებით არის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული.
გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.