ახალი სარჩელი სტრასბურის სასამართლოსთვის. ალტერნატიული კონსილიუმი პატიმრის უფლებების უხეშ დარღვევაზე საუბრობს და დამადასტურებელ მტკიცებულებად პენიტენციური სამსახურის უარს ასახელებს, რომლის მიხედვითაც, ექსპერტებს უკვე თვეზე მეტია მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას არ აძლევენ.
რა თქმა უნდა, უკვე დისკრიმინაციული მიდგომა და კიდევ ერთი ფაქტი არაადამიანური სამედიცინო მომსახურების. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არაადეკვატური მკურნალობა კვლავ ისევ ისე მიმდინარეობს, როგორც მიმდინარეობდა.
შესწავლილია მისი საქმე ჩვენს მიერ, როგორც უფლებრივი ასევე სამედიცინო თვალსაზრისით და ვფიქრობთ, რომ ამას გაიზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო როცა ეს იქნება. თუმცა მანამდე აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის იყოს ადეკვატური ზომები მიღებული და არ გამოვრიცხავთ, მივმართოთ ადვოკატებს, რათა მომზადებული იქნეს სარჩელი, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.