საქართველო - თაღლითების თავშესაფარი | "კრიპტოდედოფალი", რომელმაც 15 მილიარდ დოლარამდე მოიპარა

გამოქვეყნდა:

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ყველა ჯურის საერთაშორისო კრიმინალების თავშესაფრად გადაიქცა. ქვეყანამ განსაკუთრებული ადგილი კი ტრანსნაციონალური კრიპტოაფიორის რუკაზე დაიკავა და პირველობას სამეზობლოში არც არავის უთმობს. 

3 მილიონზე მეტი მოტყუებული და გაუბედურებული ადამიანი და სქემა, რომელმაც მსოფლიოს 170-მდე ქვეყანას მოედო. გაგიკვირდებათ და სათავეებს სწორედ საქართველოსთან მოვყავართ. სადაც თაღლითური სქემის ავტორმა კრიპტო-დედოფალმა ბანკიც გახსნა, "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ პირებთანაც გააბა კავშირები და საქართველოში დაფუძნებული ბანკის გამოყენებით მილიარდობით დოლარის შავი ფულიც გარცეხა.

არც ისაა გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა შეფასებებით 4-დან 15 მლდ დოლარამდე მოიპარა, სწორედ საქართველოში იმალებოდეს. აქ ხომ ასეთი ადვილია ხელისუფლების მოსყიდვაც და ხელშეუხებლობის გარანტიების ყიდვაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი