პოლიციიდან მილიციამდე | "სამართალდამცველების" უსამართლობის ვიდეო-არქივი

გამოქვეყნდა:

საინტერესოა, სად არის ამ დროს სამართალდამცველი სისტემა საქართველოში, რომელმაც რატომღაც დიდ გულზე შშმ პირებთან არის ხოლმე და რეალური პრობლემები და რეალური კრიმინალი მათი ყურადღების მიღმა რჩება. ქართული პოლიცია ერთ დროს ქვეყნის ნამდვილად საამაყო რეფორმა იყო და ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სიმშვიდის გარანტად მოიაზრებოდა. 

თუმცა, ჯერ ნელი ტემპით, შემდეგ კი უკვე კატასტროფული სისწრაფით სისტემამ გეზი საბჭოთა ყაიდის მილიციისკენ აიღო. რომელიც, მაგალითად, თავში წამორტყმით, გინებით, უკიდურესი დამცირებით სმენადაქვეითებულ მოზარდსაც ალაპარაკებს, კენედის მკვლელობასაც 5 წუთში აღიარებინებს ვინმეს და თვალების დამთხრელ სამართალდამცველსაც პრემიას გამოუწერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი