გიორგი ჭანტურია სასამართლომ გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ სცნო

გამოქვეყნდა:

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია სასამართლომ დღეს მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ სცნო. ბრალდებულს ექვსწლიანი პატიმრობა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის, უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში მიესაჯა.

ჭანტურია, ამ დრომდე, ერთადერთი ბრადლებული იყო, ვინც სამარათალდამცველებმა, 2018 წლის 7 აგვისტოს, გენერალ სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით აიყვანეს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნილად გამოაცახდა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ ქუთათელაძის მკვლელი ისევ არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, რომლის ერთ-ერთი მეწილე იყო, საკუთარ კაბინეტში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი