თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები მალევე გადაიყვანეს კლინიკაში. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.