თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, „დრიმ თაუნთან“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ღონისძიებას სუს-ი ატარებს, თუმცა რას უკავშირდება სპეცოპერაცია უცნობია.
"მთავარ არხს" სუს-ში ამ ინფორმაციას უდასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე. სამართალდამცავები მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებიან.
თვითმხილველის თქმით, ჩეჩენი მამაკაცი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ის ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვის დააკავეს.
თქვეს, რომ ჩეჩენი ბიჭი არის, აქვე ცხოვრობს ნაქირავებშიო და ნარკოტიკებზე აიყვანეს, დააკავეს. არ ვიცნობდი. ერთი ჩანდა. ხელში ერთი დაკავებული ჰყავდათ აყვანილი, მეტი არაფერი ვიცი. ამოიღეს ნარკოტიკები, ჩააწყვეს "მეშოკებში" და წაიღეს, - ამბობს თვითმხილველი.