ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას - ჯანდაცვა ტყიბულში, აფეთქებაზე

გამოქვეყნდა:

საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაოების განხორციელება მეთანის ერთ პროცენტზე მეტის კონცენტრაციის პირობებში - ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი შეფასება ტყიბულის შახტაში მომხდარ აფეთქებაზე. 

სამინისტროს ცნობით, შრომის ინსპექციის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ  შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა

„მიმდინარეობს საკითხის კომპლექსური შესწავლა, რაც მხარეთა გამოკითხვას და ადგილის სრულყოფილ დათვალიერებას გულისხმობს. პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის ერთ პროცენტზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

დარღვეულია ტექნიკური რეგლამენტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. ზუსტი მიზეზები უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით. 

შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ერთი პირი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი