„ომიკრონის“ 1000-ზე მეტი შემთხვევიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა - თამარ გაბუნია

გამოქვეყნდა:

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ 1000-ზე მეტი შემთხვევიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა. 

"ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 3%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. აქედან არის დადასტურებული გარდაცვალების 3 შემთხვევა, რომელიც ჯერჯერობით შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს. აქ იყო გარდაცვალება, რომელსაც დაერთო „ომიკრონის“ ფაქტი",- თქვა თამარ გაბუნიამ. 

გაბუნიას თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაიწყებს კვლევას, კონკრეტულად „ომიკრონთან“ დაკავშირებულ გარდაცვალებებზე

მისი თქმით, 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა შეიქმნება გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი