ემიგრაციიდან დაბრუნებულ ქალს სახლი გაქურდული დახვდა. შემთხვევა გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა.
ირმა ფარნაევის თქმით, წაღებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ზარალი 4 000 ლარს აღწევს.
მან ქურდობის შესახებ პოლიციას აცნობა და ფაქტზე გამოძიება დაიწყო თუმცა, ჯერჯერობით სამართალდამცველები დამნაშავის კვალზე ვერ გავიდნენ.