15 ათასამდე გარდაცვლილი - ეს კოვიდპანდემიის უმძიმესი შედეგია. თითქმის ორი წელია, მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც, მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის, მაგრამ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ეს ბრძოლა.
მონაცემები აჩვენებს არაერთ შეცდომას, რომელიც პანდემიასთან ბრძოლისას ქვეყნის ხელისუფლებამ და სამედიცინო სისტემამ დაუშვა და რისი შედეგიც დღევანდელი მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა.
არადა, ჯერ კიდევ ვერცერთი სპეციალისტი დაბეჯითებით ვერ ამბობს, რომ ომიკრონის შტამის შეტევა მოულოდნელობების გარეშე ჩაივლის.