შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა თბილისში- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე დააკავა

გამოქვეყნდა:

შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა თბილისში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე, ვაკის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე და ბათუმში ჩატარებული, სპეცოპერაციების დროს აიყვანა; გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, ძმებ ფეიქრიშვილების აფეთქებას გეგმავდნენ. ფეიქრიშვილების ადვოკატის განცხადებით, მას არც მკვლელობის შემკვეთზე და არც დაკავებულებზე ინფორმაცია არ აქვს.

„მოტივს ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ თავად ძმებმა ფეიქრიშვილებმა არ იციან ამის თაობაზე. აღნიშნული პირები, რომლებიც დაკავებულები არიან გიორგი და დავითი მათ არ იცნობთ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შემკვეთზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ალბათ მაგ პიროვნებაზეც მიდის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები,“- განაცხადა უფლებადამცველმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი