მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმეს

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმებულია - განცხადება ცოტა ხნის წინ, გიორგი ღიბრაძემ გააკეთა. თუმცა მოქმედი რჩება აღრიცხვიანობის ყველა სისტემა და პირები, რომლებსაც დოკუმენტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.

„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ

გაუქმების მოტივაციად კი საკოორდინაციოში ამბობენ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი მომატებულია და ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის.

მწვანე პასპორტები ქვეყანაში 2021 წლის პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი