საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - დაკავებულია 2 პირი, რომლებსაც ადგილობრივი მედიის ცნობით, ძარცვა ედებათ ბრალად.
არსებული ინფორმაციით დაკავებულებმა ბოლო ერთ თვეში მინიმუმ 12 სახლი გაძარცვეს.
სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს სავარაუდოდ ნაძარცვი ნივთები, რომლებიც 8 ათასი ევროს ღირებულებისაა.
საქართველოს მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. სასამართლო 11 მარტს არის ჩანიშნული.