ზუგდიდის გდდ-ის მეორე სამმართველოს 30 თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის განსაკუთრებული დეპარტამენტის მეორე სამმართველოს 30 თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია. 

კორონავირუსი 50 თანამშრომელს დაუდასტურდა, თუმცა როგორც სამმართველოს ხელმძღვანელმა განმარტა, 20 მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულებიდან 24 მკურნალობას სახლში, 6 კი კოვიდსასტუმროში გადის.

სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, დეპარტამენტის თანამშრომლებს ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში უტარდებათ.

უცნობია, კონკრეტულად რომელი შტამი დაუდასტურდათ ინფიცირებულებს, ვინაიდან შტამის დადგენა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაში ხდება.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი